2024-11-21

12:54

პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action

პოლიტიკა
12-11-2024 18:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებსა და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონზე განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში, შეამცირებს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას და ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რომლის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, ნახშირბადის ემისია შემცირდება და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-11-20 17:08
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა.

2024-11-20 17:05
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწ

შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული

2024-11-19 16:46
სპორტი

ქართველი ცხენოსანი მსოფლიოს თასის ფინალში პირველად იასპარეზებს

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ქართველი მხედარი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

2024-11-19 10:49
პოლიტიკა

პოლიციამ თსუ-სთან მიმდინარე აქცია დაშალა | დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მელიქიშვილის გამზირიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ისევ ჭავჭავაძის გამზირზე

2024-11-19 10:35
პოლიტიკა

VIDEO: საქართველოს პრეზიდენტი - არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩე

ამავდროულად, არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, თავად არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე, არცერთი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები