2025-09-18

00:52

გამართა თუ არა ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარი?

მსოფლიო
11-11-2024 14:49

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მოუწოდა რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის შემცირებისკენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

The Washington Post-ის ინფორმაციით, რომელიც საუბრის შესახებ ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, მათ სატელეფონო საუბარი გამართეს 7 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ.

ტრამპმა პუტინს უთხრა, რომ „ვაშინგტონს მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნა აქვს ევროპაში“.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მოუწოდა რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის შემცირებისკენ.

ამავე ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ინფორმირებულია სატელეფონო საუბრის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა 7 ნოემბერს მიულოცა ტრამპს გამარჯვება და განაცხადა, რომ მზად არის მასთან სასაუბროდ.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპი ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „დაუყოვნებლივ“ დაასრულებდა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები