2024-12-11

01:29

ირაკლი ნადარეიშვილი: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

ბიზნეს ნიუსი
11-11-2024 14:20

„მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, ქვეყანა ასევე ჩამოყალიბდა ერთგვარ რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ტექნოლოგიური და აიტი კომპანიებისთვის - ამ პროფილის 150-მდე კომპანიამ საქართველოში გახსნა ოფისები, სადაც 10,000-ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტი საქმიანობს. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა - 2023 წელს IT სერვისების ექსპორტი 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია საქართველოსთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ხონჩიაოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (Hongqiao International Economic Forum) სიტყვით გამოსვლისას. 

ფორუმი, რომელზეც ირაკლი ნადარეიშვილი მოხსენებით გამოვიდა, ინდუსტრიალიზაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს შეეხებოდა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, მათ შორის, ხელოვნული ინტელექტის კუთხით. მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის და დარჩეს კონკურენტუნარიანი სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში. 

„ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ კონკურენტუნარიანი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის ჩამოყალიბება გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე უბრალოდ სათანადო ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს - მეგობრული საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა. ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ IT განათლებაში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოსამზადებლად“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

„გასულ წლებში ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა - ამ მიზნით, დავაარსეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ქვეყნის მასშტაბით ავამოქმედეთ ცხრა ტექნოლოგიური პარკი. წელს ჩვენ დავიწყეთ ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტის განხორციელება - საუბარია ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე, რომელიც გააერთიანებს ინტერაქციულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მუზეუმს, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, სხვადასხვა ინოვაციური ლაბორატორიებს და რაც მთავარია, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრ მონაცემთა ცენტრს, სადაც იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ჯანდაცვაში, განათლების სისტემაში, აგროსექტორში, ბიოტექნოლოგიაში, საჯარო სერვისებში და საბოლოო ჯამში, ბიზნესსა და ეკონომიკაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის China International Import Expo (CIIE)-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა, 40-მდე ქართული კომპანია, რომლებიც ჩინეთში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით გაემგზავრნენ. გამოფენაზე საქართველო სამი სხვადასხვა პავილიონით არის  წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები