მიხაელ როთი - ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე, სრულიად მესმის, როდესაც მეკითხებიან, რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?

ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე. სრულიად მესმის, როდესაც პატივცემული კოლეგები მეკითხებიან, რა ჯანდაბა ხდება ბერლინში? – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელმა მიხაელ როთს კითხვა დაუსვა, რატომ არის ასეთი დაინტერესებული ქართული პოლიტიკით?
„ვერ გავიგე კითხვა, რადგან უკვე ვეცადე, ამეხსნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საერთო საფუძველია, იყო ჩართული არამხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე. სრულიად მესმის, როდესაც პატივცემული კოლეგები მეკითხებიან, რა ჯანდაბა ხდება ბერლინში? ეს ძალიან ნორმალური კითხვაა.
თქვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვისაც, არის რუსული იმპერიალიზმი. თქვენი ქვეყნის 20 პროცენტი, და არა ჩემი ქვეყნის, არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამჟამად, ამ ეტაპზე ჩვენ თუ არ შევაჩერებთ რუსულ იმპერიალიზმს, იგი მოახდენს მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, თავისუფლების დესტაბილიზაციას.
ასევე, ჩვენს ქვეყნებში დეზინფორმაციის კამპანიები არ იყო საფრთხე მხოლოდ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. მოლდოვის რესპუბლიკაში, ასევე გერმანიაში ჩვენ, ყველანი, რომ იტყვიან, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ერთგული ევროპელები. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი მისია. ვცდილობთ, დაგეხმაროთ ამ გრძელ და რთულ გზაზე, მაგრამ ნამდვილად ღირებულია, ჩვენს ინტერესებში, ევროკავშირის ინტერესებში შედის, მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაცია, მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობით და თავისუფლებით. ეს გახლავთ საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა ვებრძოლოთ რუსულ იმპერიალიზმს“, – განაცხადა როთმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 419
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს
პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!
„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა
20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს!
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო
clickss