2025-09-18

03:08

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი გამართა

სპორტი
11-11-2024 11:05
,,თბილისი არენაზე" საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი გამართა. ქართველი ხელბურთელები ისლანდიელებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 25:30 დათმეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრების მინიმალური უპირატესობით 14:13 დასრულდა, მეორე ტაიმი კი ისლანდიელების უპირატესობით წარიმართა.
საქართველო-ისლანდიის მატჩს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი დიხამინჯია, მას სპეციალური ჯილდო შალვა გოგოლაძემ გადასცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა გოგოლაძე ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა.
ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საბერძნეთთან გამართა და შეხვედრა ერთი ქულის სხვაობით 26:27 დათმო. მომდევნო მატჩში ქართველი ხელბურთელები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
ინფორმაციისთვის: 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს სამი ქვეყანა - დანია, ნორვეგია და შვედეთი - უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები