თბილისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024" გაიხსნა

პარასკევს Tbilisi Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში Xinjiang-ის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა „Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024“ გაიხსნა.
გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
საქართველო-ჩინეთის სინძიანის ჩინური პროდუქციის გამოფენა 2024 მოიცავს: ტექსტილის, სამომხმარებლო საქონლის, სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ელექტრო მანქანების, ავტო ნაწილების და უსაფრთხოების პროდუქციას.
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით იმართება.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელიც ეძღვნება ქართულ-ჩინურ ბიზნეს თანამშრომლობას.
”გამოფენა იქნება სინძიანის მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის ნათელი გამოვლინება, სტუმრები შეძლებენ დააფასონ გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალი პროდუქტი: ტრადიციული ხელნაკეთობებიდან დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით და ინოვაციებით. ღონისძიებაზე გაიმართება ბიზნეს ფორუმები, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ განიხილონ პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობები და პარტნიორობის საკითხები რეგიონებს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველო-ჩინეთი Xinjiang Commodity Exhibition 2024“-ის გამოფენის ორგანიზატორებმა.
სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ნანახია: 828
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შ
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო

გიგანტური პანდები "ბაოლი" და "ცინბაო" პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ, აშშ-ს დედაქალ
სმიტსონის ეროვნული ზოოპარკისა და კონსერვაციის ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბრენდი სმიტმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს

თბილისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024&q
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის
clickss