საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ემანუელ მაკრონის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ბატონი ოლაფ შოლცისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბატონი დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით - 7 ნოემბერი 2024 წ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების ჩატარების შესახებ, როგორც აღნიშნულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებში. კერძოდ, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იქ მითითებული მრავალი დარღვევითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სწრაფად ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიებები ყველა საჩივრის გამოსაძიებლად და მოხსენიებულ დარღვევებზე ნათელის მოსაფენად, ხოლო ჩვენ გულდასმით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია დემოკრატიულ საზოგადოებებში და უნდა იყოს დაცული. ამ მიზნით, მოვუწოდებთ ღია დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან.
26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნების ჩატარებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო შორდება თავის ევროპულ ტრაექტორიას და დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების აუცილებლობა.
თუ საქართველო არ შეცვლის კურსს და არ აჩვენებს კონკრეტულ ძალისხმევას რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ მისი ახლახან მიღებული კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭეროთ ამ ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.
ნანახია: 775
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss