2025-06-21

11:46

იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან

კულტურა
06-11-2024 11:09

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრებს, ხათუნა ხუნდაძეს, მერაბ კოკოჩაშვილს და გიორგი ხარებავას. „ქართული ფილმი“ ერთ-ერთი უძველესი კინოკონცერნია. მისი დაარსებიდან (1921წ.) გადაღებულია 800-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი მხატვრულისატელევიზიო და 

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და 600-მდე ანიმაციური ფილმი.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, პროდიუსერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის შეხვედრები და ერთობლივი ინიციატივები განიხილეს.

ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“, რომელიც გაისად ბერლინის კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა ხათუნა ხუნდაძემ იტალიის ელჩთან 2025 წლის ფესტივალში იტალიური მონაწილეობის შესახებ იმსჯელა (შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე ლეგენდარული იტალიელი ალპინისტის, მკვლევარისა და რეჟისორის, რეინოლდ მესნერის საპატიო სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა). 

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: 

https://www.facebook.com/AmbasciataTbilisi/posts/pfbid02EpWZMHmk7YGQc

NechbhQSFYYA9a3jwGTyecD63SvAbWGV6kERzuvNcDG4FTaYPKGl?rdid=lqJpHiXNHz7pvOxp

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები