პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 739
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss