2025-09-16

07:41

კახა ოქრიაშვილი: „პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!“

საზოგადოება
05-11-2024 12:32

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ პოსტებსაც და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს - ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს.

ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება - მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან!

ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს - ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით - რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 16:47
საზოგადოება

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

2025-09-12 13:06
საზოგადოება

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

Wizz Air ვენის აეროპორტიდან გადის - ფრენები შეწყდება ვენიდან ქუთაისის მიმართულებითაც

2025-09-12 11:54
საზოგადოება

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდ

"დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ... არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა" - რუსკა მაყაშვილი პირადზე

2025-09-12 00:02
საზოგადოება

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2025-09-11 18:02
საზოგადოება

რა ღირს ცხოვრება საქართველოში

რა ღირს ცხოვრება საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები