2025-09-16

11:01

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

სამართალი
05-11-2024 11:27
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელთან - ჯუნჯი ვაკუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.
ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, რომლის ფარგლებში სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი გადამზადდა კატასტროფების რისკების შემცირებისა და კიბერდანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 15:29
სამართალი

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2025-09-12 17:14
სამართალი

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

2025-09-12 11:23
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს

2025-09-11 17:20
სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

2025-09-10 11:23
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები