მეთიუ მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ

ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მ. მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველის მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო გამოძიებაზე. პარალელურად, ქვეყანაში დემონსტრაციებია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ უწყვეტი პროტესტი ექნებათ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ ამერიკისა და დასავლეთისადმი აქვთ, არის ის, რომ ახსენოთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ და მხარს უჭერთ მათ“.
მ. მილერმა აღნიშნა, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მათ ეს მკაფიოდ აჩვენეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 491
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss