2025-05-09

10:42

ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 54.47 პროცენტით იმარჯვებს

მსოფლიო
04-11-2024 10:48

მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.

მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს.

ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა. თუმცა,სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.

ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82 პროცენტია დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 18.11 პროცენტი.

საარჩევნო აქტივობამ 54.2 პროცენტი შეადგინა, რაც 1.69 მილიონ ამომრჩეველს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში კენჭისყრის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 14:45
მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

მოსკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს ღამით გამოაცხადა

2025-05-07 16:45
მსოფლიო

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ძალიან რთულდება!

პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ ოთხშაბათს, დილით ადრე განხორციელებული საჰაერო

2025-05-07 11:22
მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ნებაყოფლობით“ დეპორტირებულ მიგრანტებს 1000 დოლარს სთავაზობს

სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ნებაყოფლობითი დეპორტაცია აშშ-დან წასვლის

2025-05-06 16:23
მსოფლიო

უკრაინის საჰაერო "დრონების" თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვის შემოგარენში

2025-05-05 13:34
მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწე

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა აშშ-ს გარეთ გადაღებულ ყველა ფილმზე ახალი საბაჟო ტარიფი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები