2025-05-24

00:50

საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ევროკავშირი მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
01-11-2024 17:22

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია მოქმედებათა იმ კურსის გამო, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2024 წლის გაზაფხულიდან ახორციელებს, განაცხადა დღეს ევროკომისიამ, რომელმაც ყოველწლიური გაფართოების პაკეტი მიიღო; მან მოუწოდა საქართველოს გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, და შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებების შესახებ.

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ცხრა ნაბიჯს შეასრულებდა. საქართველოს მთავრობამ მოამზადა სპეციალური სამოქმედო გეგმა ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად, და გამოხატა ვალდებულება გაეგრძელებინა ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესრულება. „მიუხედავად ამისა, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, განვითარდა შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც არ ასახავს მთავრობის გაცხადებულ ვალდებულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ევროკომისია. „ეს მოიცავს გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ხელმეორედ განხილვის თაობაზე და მის მიღებას 28 მაისს, ასევე 17 სექტემბერს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ – ამგვარი ქმედება „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი“.

კომისიამ ასევე მიუთითა 2024 წლის 26 ოქტომბრის ბოლო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ხელმძღვანელობით მოქმედი არჩევნების ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით, გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და უაღრესად პოლარიზებულ გარემოში განვითარდა. „ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე ხაზგასმული იყო ადრე გაცემულ საკვანძო რეკომენდაციებში”.

საქართველო პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ცხრა ნაბიჯის განხორციელებას, განაცხადა ევროკომისიამ თავის 2024 წლის კომუნიკაციაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე, და დასძინა, რომ მან უნდა გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, და თავი შეიკავოს კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების დამრღვევი სხვა ქმედებებისგან. „საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან კვლავაც დაბალია, და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გარკვეული ძალისხმევა გასწია სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად მისი ტერიტორიის გავლით, საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციების პაკეტებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“, – დასძინა ევროკომისიამ.

„გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ, და ამის ნაცვლად გაააქტიუროს ქმედებები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და მტრული პოლიტიკური რიტორიკის დასაძლევად“, – აღნიშნა ევროკომისიამ და  დასკვნის სახით განაცხადა: „თუ საქართველო არ შეცვლის ქმედებათა მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მისი გაწევრიანების გზას, და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად და ძირითად რეფორმების განსახორციელებლად, კომისია ვერ შეძლებს გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე”.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

Georgia Report 2024

Georgia 2024 Enlargement Package Factsheet

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები