2025-10-24

16:00

საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ!

სპორტი
31-10-2024 16:34

საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები ნოემბერში წლის დასკვნით მატჩებს გამართავენ.  

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება. თამაშზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა, 31 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველო - უკრაინის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

19 ნოემბერს, წლის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს გულშემატკივართათვის გამოყოფილ ტრიბუნაზე ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. შეხვედრა ოლომოუცის ანდრუვ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 12,000 მაყურებელს იტევს. უეფას რეგულაციების თანახმად, სტუმარი გუნდის გულშემატკივრისთვის, ბილეთების საერთო რაოდენობის 5 პროცენტია გათვალისწინებული. 

ჩეხეთი - საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი ლარშია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე სამი დღით ადრე, ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს.

1 ნოემბერს, 15:00 საათიდან TKT.GE-ს საშუალებით გაიყიდება საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის ბილეთები. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20 და 30 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველო - ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთა პლეი-ოფის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები