2025-05-19

17:56

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება

პოლიტიკა
27-10-2024 22:24

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები იყო ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რაც გაკეთდა. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ- გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ  თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", -- აღნიშნულია ი. კობახიძის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების

2025-05-16 16:50
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწი

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 13:29
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი - თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვა

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები