კახა ოქრიაშვილი: „მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები“!
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან.
რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების ფუნქცია, ჩაიწერეთ ეს მუქარა, მოგვაწოდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოძალადეებს პასუხი ვაგებინოთ. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ზეწოლის საქმეები, რათა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალმა, რეფორმირებულმა სასამართლომ, განიხილოს და დააყენოს ამ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი.
შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი არჩევანი სრულიად კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა, თუ თავად არ გავამხელთ.
ყველას გელოდებით არჩევნებზე 26 ოქტომბერს - გავთავისუფლდეთ ცრუ დაპირებებისგან და ყალბი ოცნებებისგან!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 892
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss