კახა ოქრიაშვილი: მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები - იაგო ხვიჩიას „გირჩი“, ალტინფო-ს „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან. მოგიწოდებთ, უარი უთხრათ მათ, ხმა მისცეთ ოთხ მსხვილ პროევროპულ პოლიტიკურ ძალას და გამარჯვება გარანტირებულია.
რა გვინდა ევროპაში და რატომ გვინდა ევროპული დემოკრატია?! იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ადამიანის უფლებები. მდიდარი ღარიბს, ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს და თუ ადამიანს ობიექტურად დაბალი შემოსავალი აქვს, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას საზოგადოება მხარში უდგება - ანუ რეალურად მუშაობს და ყოველდღიურ ცხოვრებაშია გატარებული სამართლიანობის პრინციპი.
_____
მოგმართავთ თქვენ, მასწავლებლებო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებო, ექიმებო, ექთნებო, ლაბორანტებო - თუ გსურთ ევროპული შემოსავალი, მაშინ აირჩიეთ ევროპა. 26 ოქტომბერს თქვენ თვითონ წყვეტთ თქვენს ბედს, თქვენი ქვეყნის, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახების მომავალს!
მოგმართავთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს - გსურთ ევროპული შემოსავალი? მაშინ აირჩიეთ ევროპა, მიეცით ხმა ოთხ მსხვილ პროევროპულ პარტიას და არა „რუსულ ოცნებას“ და მის სატელიტებს!
მოგმართავთ თქვენ, კერძო სექტორში დასაქმებულებს, მიუხედავად დარგისა, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, მრეწველობითა და ვაჭრობით დასრულებული - გინდათ ბიზნესის სწრაფი პროგრესი და თქვენი შემოსავლების უსწრაფესი ზრდა, არ დაგეზაროთ, მიდით არჩევნებზე, აირჩიეთ პროევროპული პოლიტიკური ძალა!
კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი, არადა ჩვენც და ესტონეთიც ერთი საბჭოთა წარსულის ქვეყნები ვართ. და რას ნიშნავს რომ მათი ეკონომიკა ჩვენსაზე 4-ჯერ დიდია?! ეს ნიშნავს, რომ ესტონეთში ოთხჯერ დიდია ხელფასები, პენსიები, შემოსავლები, და ა.შ. აი, ამიტომ გვინდა ევროპა. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით 4-ჯერ მეტ შემოსავალს!
26 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე, ერთად გავუშვათ ხელისუფლებიდან „41 ნომერი“, თავისი ტყუილი დაპირებებით და გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 583
მსგავსი სიახლეები

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ
შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ
clickss