2025-09-18

12:38

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის მე-16 ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას

მსოფლიო
23-10-2024 10:12

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მე-16 ლიდერთა სამიტში ღებულობს მონაწილეობას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

წლევანდელი BRICS-ის ლიდერთა სამიტი 22-24 ოქტომბერს თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში იმართება.

დღის წესრიგში გაერთიანების გაფართოების საკითხთან ერთად განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ფინანსები, ტექნოლოგიები და სურსათით ვაჭრობა.

ორგანიზაცია, რომლის მიმართაც თურქეთის ინტერესი სულ უფრო იზრდება, 2010 წელს დაარსდა.

BRICS-ი, რომლის დამფუძნებლებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა, წლების განმავლობაში გაფართოვდა და მას შეუერთდა ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

10 წევრამდე გაზრდილი BRICS-ის ქვეყნების მოსახლეობა დაახლოებით 3,5 მილიარდია. ეს მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს შეადგენს.

BRICS-ის ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 25%-ს მოიცავენ. მსოფლიო ნავთობის 44%-ს ასევე BRICS-ის ქვეყნები აწარმოებენ.

ამ მახასიათებლებით BRICS-ი დასავლური ძალების მიერ შექმნილი G7-ის გეოპოლიტიკურ მეტოქედ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები