2025-11-05

16:26

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის - დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს

პოლიტიკა
23-10-2024 09:42

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, თუმცა მისი თქმით, ეს არც ქვეყნის, არც საზოგადოების და არც ამ არჩევნების პრობლემაა. ეს მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა - "ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა".

"მასაც მგონი ძალიან ეშინია რუსეთის. კი დაემორჩილა ყველა მიმართულებით, რუსული კანონი და რაღაცები რაც სთხოვეს და როცა სთხოვეს გაუკეთა ყველაფერი, მაგრამ რეალურად იმათმა არაფერი გაუკეთეს. ჩაუკეტეს თემა აფხაზეთის და ოსეთის. ყველა რეჟიმი, რომელიც მთავრდება საქართველოში, რომელსაც აქვს პრობლემა, ცდილობს, რომ ამ თემით გაიცოცხლოს თავი, რაც არასწორია. ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს მაშინ, როცა არის მყარი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ამ პირობებში შეიძლება იფიქრო რამე სტრატეგიაზე და ძირითადი სტრატეგია, ჩვენი გაერთიანების, არის ევროპაში, ევროკავშირში და ამ ასოცირებით მოვახდინოთ სწორედ ჩვენი ხალხის შეერთება. ახალ პერსპექტივაში, ახალ მოცემულობაში. მას ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის არც ქვეყნის პრობლემა, არც საზოგადოების, არც ამ არჩევნების. ჩვენ ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად და მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

წყარო: https://formulanews.ge

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები