საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის, CRRC საქართველოს და საიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა: გამოწვევები და რეფორმების პერსპექტივები“

ქალბატონებო და ბატონებო,
მოხარული ვარ, რომ მოგესალმოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური თემების განსახილველად, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და სოციალური გამძლეობა.
უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია. ის ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლების არსს ეხება. წარმატების მისაღწევად, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს და პოლიტიკურ ვალდებულებასა და ლიდერობას, ინსტიტუციურ თანამშრომლობასა და დაინტერესებულ მხარეთა ფართო მონაწილეობას ეფუძნებოდეს.
დემოკრატიული ზედამხედველობა თანაბრად მნიშვნელოვანია ძლიერი და მედეგი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის. უნდა იყოს ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, დაწესდეს სამართლებრივი გარანტიები თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
სწორედ ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაზე ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმი ასევე იყო ჩართული როგორც საქართველოს მიერ შესასრულებელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას. უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხილვა და გაუმჯობესება აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლის გასაგრძელებლად. [ნაბიჯი 5 - საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე...]
მიუხედავად წარსულში ამ კუთხით გატარებული გარკვეული რეფორმებისა, ანგარიშები, რომლებიც დღეს იქნება წარმოდგენილი, სამწუხაროდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტიანია.
დღევანდელი შეკრების მასპინძელი სამოქალაქო საზოგადოების სამი ორგანიზაციაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ეს ორგანიზაციები ბოლო სამი წლის განმავლობაში ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის სფეროში.
სამი წლის თავზე აღინიშნება მზარდად ნეგატიური გარემო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ზედამხედველობის მიმართებაში. დღეს, ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მომავლისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გახდნენ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების პირდაპირი სამიზნე და მათი სივრცე სამართლებრივი და არასამართლებრივი ზომების ერთობლიობით შეიზღუდა. ამ გარემოში მიზანმიმართული ზედამხედველობა კიდევ უფრო გართულდა.
ეს შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა გასულ კვირას განაცხადა, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადასვლის ნიშნები, რაც საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს.
როგორც ევროკავშირის ელჩი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი მოვლენები ხელს შეუწყობს მიზანმიმართული რეფორმებისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენას, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ეს სტანდარტებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, სანდო ინფორმაციისა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობა და ეფექტიანი დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიას!
ნანახია: 590
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბე
მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის"

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირები
ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის
დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის
clickss