2025-06-05

10:57

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა პროექტის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის-ConMeCo“ კვლევის პრეზენტაციაზე

პოლიტიკა
21-10-2024 16:11

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, მოგესალმოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების წინ წაწევას ეძღვნება.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ინფორმაციაზე, შეუძლიათ არსებული ვითარება თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ და თავისი აზრი შურისძიების შიშის გარეშე გამოხატონ, ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფლად იფიქროს და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია საარჩევნო კონტექსტში, რადგან კარგად ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია შეამოწმოს პოლიტიკური კამპანიები, შეაფასოს კანდიდატების სანდოობა და არჩევნების დროს გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

ამიტომ საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს. სანამ ჩვენ აქ, თბილისში, ვხვდებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ყველაზე აქტუალური გლობალური საკითხებიდან ზოგიერთი განიხილონ. ის ფაქტი, რომ საქართველო მათ დღის წესრიგშია, ისევე როგორც იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის და ასევე ევროპარლამენტის დღის წესრიგში, ცხადყოფს, თუ რამდენად ვზრუნავთ საქართველოზე, მაგრამ ასევე რამდენად შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მართლაც შემაშფოთებელია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობა ხაზიგასმით აღნიშნეს.

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიის გამო. ერთ წელზე ნაკლებ დროში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჩერებაზე გადავედით, შეწყდა მაღალი დონის კონტაქტები და შეჩერდა ფინანსური დახმარება. იძულებული გავხდით ეს გაგვეკეთებინა დემოკრატიული უკუსვლის, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური რიტორიკის საპასუხოდ. ეს აშკარად არ არის ის, რისი იმედიც გვქონდა ან ველოდით. მაგრამ ეს არის საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მმართველი პარტიის ქმედებების, განცხადებებისა და საარჩევნო დაპირებების შედეგი.

როგორ მოვედით აქამდე?

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზე იყო. მაგრამ 2024 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწია, რითაც საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 103-ე ადგილზე გადავიდა.

ამ არსებით კლებას, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ ის ასევე შეიძლება მივაწეროთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღებას, რომელიც ადრე „უცხოური აგენტების“ კანონად მოიხსენებოდა.

ამ კანონის დრამატული ეფექტი უკვე აშკარაა. მან ჟურნალისტების მუშაობა გაცილებით საშიში, რთული და სახიფათო გახადა. მან რეპორტიორებსა და გამომძიებელი ჟურნალისტების სტიგმატიზაცია მოახდინა, რასაც ინტერნეტ სივრცეში და რეალობაში თავდასხმები მოჰყვა. მან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა და სერიოზულად იმოქმედა მათ შესაძლებლობაზე, საქართველოს მოქალაქეებს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და უფლებების დამცველებად ქცევაში დახმარებოდნენ.

როდესაც ხელს უწყობთ შიშისა და ანგარიშსწორების კულტურის დამკვიდრებას, როდესაც მიმართავთ კანონმდებლობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სტიგმატიზაციის, უზარმაზარი ჯარიმებისა და წყაროების პოტენციური გამოვლენის გზით, დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს აზიანებთ.

ერთ-ერთი კვლევა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, აჩვენებს, რომ:

• გამოკითხული ჟურნალისტების 65% კანონის ამოქმედების შემდეგ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაუცველად გრძნობს. ამასთან, ჟურნალისტების 39%-მა ხაზი გაუსვა თვალთვალის შემთხვევებს, ხოლო 30%-მა პირადი ქონების დაზიანებაზე მიუთითა.

• გამოკითხულთა 82%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლების აგრესია მათ მიმართ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაიზარდა. ჟურნალისტები ასევე ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების დღიდან მათ წინააღმდეგ არის სიძულვილის ენის, ცილისწამების, სიტყვიერი შეურაცხყოფის, კიბერ მუქარის, ცენზურის და დეზინფორმაციის უფრო მეტი შემთხვევა.

ეს შედეგები მართლაც საგანგაშოა და შეუფერებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ეს ავტორიტარიზმისკენ გადასვლასა და საქართველოს ევროკავშირის გზიდან ჩამოშორებაზე მიუთითებს.

ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც მედიის წარმომადგენლები აღარ არიან დაცულები, ან თავს დაუცველად გრძნობენ, ისინი აღარ არიან თავისუფლები.

მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გამოცდა იქნება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2025 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების რეიტინგი მკვეთრად გაუმჯობესდება.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები