კახა ოქრიაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება" პირწმინდად აგებს არჩევნებს !
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება" პირწმინდად აგებს არჩევნებს !
__________________
ევროპულმა საბჭომ, საბჭოს კონგრესმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრომა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად გაჩერებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებები აღარ არის, ეს უკვე ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწერა. ევროკავშირის კარი „ქართული ოცნებისთვის" არის დაკეტილი, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის კი რჩება ღია. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი და „ოცნება" ამ კარში ერთად ვერ შევალთ! 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი გაწევრიანების საკითხი ევროკავშირში, რაც 2025, მაქსიმუმ 2026 წელს მოხდება, თუ ქართველი ხალხი ამ არჩევნებზე „ოცნებას" ხელისუფლებიდან გაუშვებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო პროცესში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსხვილ ქალაქებში „ოცნება" პირწმინდად აგებს არჩევნებს. მათი ერთადერთი იმედი და ბერკეტია, დააშინონ სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი სოციალური შემწეობის შეჩერებით, ან სამსახურიდან გაშვებით. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ვიდრე ახალ ხელისუფლებას არ ექნება საშუალება ღირსეული სამუშაო ადგილით და ევროპული ანაზღაურებით უზრუნველჰყოს ისინი, მანამ მინიმუმ უნდა გაორმაგდეს სოციალური დახმარება. რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, მათ არაფერი ემუქრებათ - ისინი თავისი საქმის მცოდნე ხალხია და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არც შეიცვლებიან და არც უნდა შეიცვალონ. პოლიტიკურ თანანმდებობზე დანიშნულ პირებს ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეეხება. ხოლო თანამდებობის იმ პირებს, ვინც მოსახლეობის დაშინებაშია ჩართული, არათუ ცვლილებები შეეხება, არამედ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
მე შემოვიარე დმანისის, წალკის, ბოლნისის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, ხვალ ვგეგმავ შეხვედრას მარნეულში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 80 %-ს სურს ცვლილებები და მმართველი პარტია მხოლოდ იმ შიშის იმედზეა, რაზეც ამდენი ვისაუბრე. არ მჯერა, რომ 300 ლარის დაკარგვის შიში გადაულახავი და დაუძლეველია. მოგმართავთ ყველას, ვისაც ამ მეთოდით გაიძულებენ, რომ ხმა მისცეთ „ვადაგასულ და აუხდენელ ოცნებას", თქვენ არაფერი გემუქრებათ! მიდით არჩვენებზე და უთხარით უარი „41"-ს, იმ ხალხს, ვისაც თქვენი 200 და 300 ლარად დამონება სურს! ხმის მიცემის პროცესი ფარულია და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ.
________________
P.S. 20 ოქტომბერს დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ჩვენს მტერს ქართველების ერთიანობა ევროპის მარშზე.
ნანახია: 173
მსგავსი სიახლეები
clickss