2025-11-05

01:26

ტრაპიზონის დელეგაცია ტრაპიზონი-თბილისის პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით იმყოფება თბილისში

ბიზნეს ნიუსი
18-10-2024 17:21
18 ოქტომბერს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში "გურთიადი" ტრაპიზონის ვალის, აზიზ ილდირიმს; ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს; ორთაჰისარის მერს, აჰმეთ ქაიას; ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰამდულა ჩუვალჯის; ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ერქუთ ჩელების; ტრაპიზონის ჯანდაცვის მინისტრს, ჰაქან უსტას; ტურიზმის მინისტრს, თამერ ერდოღანს; ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, აჰმეთ ქაზაზსა და მეჰმეთ ჩელების; მმართველი საბჭოს წევრს, ჯესურ გერიგელმეზს; საბჭოს მდივანს, მეჰმეთ უჩუნჯუოღლუსა და ალი ოსმან ულუსოის კორპორაციული ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აჰსენ აიდინს ვუმასპინძლეთ.
ტრაპიზონის დელეგაცია ტრაპიზონი-თბილისის პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით იმყოფება თბილისში.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით დელეგაციის წევრებს მობრძანებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა წამოწყებაში!
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1346

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები