2024-11-21

13:06

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს

კულტურა
18-10-2024 16:54

ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის.

მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი. გვინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის - „თბილისის კონცერტინოს" დირექტორი, ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას" აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ-ის" გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიომაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; იყო ასევე შპს „მელოდია არტის" დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე, ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და შეიქმნება ასევე ცალკე სპორტის სამინისტრო.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
„გვინდა წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შალვა გოგოლაძეს აქვს ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და წარმატება უსურვა ჯერ მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო შემდეგ სპორტის მინისტრის რანგში.

„შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის იურისტი თავისი სპეციალობით; წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე - ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი. ბატონ შალვას მინდა ვუსურვო წარმატებები,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია

2024-11-07 15:04
კულტურა

ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს

განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის

2024-11-06 11:09
კულტურა

იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭ

ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები