2025-10-18

12:55

სუს-ი - პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას

სამართალი
16-10-2024 13:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

სუს-ის განცხადების თანახმად, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ, მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას.

აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის.

აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 11:36
სამართალი

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნ

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გასულ 24 საათში, შსს-მ 47 ნარკოდამნაშავე დააკავა

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-09 11:34
სამართალი

ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები