2025-07-04

15:38

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა

სპორტი
15-10-2024 12:56

საქართველოს ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გუშინ საღამოს გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთად-ერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის შორეული დარტყმით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. 

უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინასა და ჩეხეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. 

მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს შედგება.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების წევრი): "განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ბევრი შემტევი ფეხბურთელით, რომლებსაც შეზღუდულ სივრცეებში შეუძლიათ თამაში. ვიცოდით, რომ ალბანეთის თავს დიდი ძალებით დაიცავდა და სივრცეს არ დაგვიტოვებდა. 

ფეხბურთელებმა ალღო აუღეს ამ ტაქტიკას, თუმცა ბოლო მოძრაობა, ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით. 

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული ტაქტიკური სქემის და სისტემის სახით. 

ამ დროისთვის, საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც მის პოზიციაზე ასეთ დონეზე ითამაშებს. ტაქტიკის ცვლილება ნაწილობრივ ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის არყოფნაში ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია. გიორგი მიქაუტაძეს კი რთული პერიოდი აქვს კლუბში. აკლია თავდაჯერება, რადგან ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თამაში. ვცდილობთ, რომ მივცეთ ის, რაც აკლია სათამაშო დრო, თავდაჯერება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა,  უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩების შედეგებზეც აისახებოდა".

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.

წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება".

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები".

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები