2024-11-21

14:21

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ეკონომიკა
11-10-2024 16:18

ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალის - გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა მხოლოდ 1 დღე. 8 წლიანი ისტორია გრძელდება -  წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000 -ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში  გაიმართება.  

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში  ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და  მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ასევე ქართული ბენდები, როგორიცაა, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“ და „უნისონი“. სტუმრების  განწყობაზე ადგილობრივი მუსიკოსები და ფოლკლორული ანსამბლები იზრუნებენ: ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ლ.მუღალაშვილის სამუსიკო სკოლა, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ დაბავშვთა ფოლკლორული გუნდი გურჯაანი. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ყველასათავის ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ მუსიკოსები კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნოდარიკო ხუციშვილი, დასასრულს, ფესტივალის სტუმრების წინაშე წარსდგება  Dj Chinau.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყობა ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ბავშვთა სივრცეში თქვენს პატარებს ჟრიამული და მხიარულება ელით. აქ დაგხვდებათ სახალისო სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პროგრამები.   გურჯაანის სამუსიკო სკოლა, კაჭრეთის, ვაჩნაძიანის და ველისციხის სამუსიკო სკოლები,  საესტრადო როკ მუსიკა „კულტურის სარდაფი“,
ურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ჯგუფი და ქენდი სტუდიო ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

„მოხარულები ვართ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ მონაწილეებისა თუ სტუმრების დიდ სიყვარულს. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, ძალას გვმატებს და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმისთვის, რომ ფესტივალი ყოველ ჯერზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ ყველასთვის. ჩვენი სამუშაო გაზაფხულიდან იწყება და ვცდილობთ თითოეულ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, თითოეულ მონაწილეს მივუდგეთ ინდივიდუალურად და ვეცადოთ მათთვის საინტერესო გავხადოთ ჩვენს ფესტივალზე მონაწილეობის მიღება. ალბათ, ამიტომაც არის, რომ დღეს ქვეყანაში გურჯაანის ღვინის ფესტივალი მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩევა.

-  ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ  საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის

ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.   

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  კი - მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

ფესტივალის პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

მსგავსი სიახლეები

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-09-26 13:52
ეკონომიკა

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“

2024-09-25 15:18
ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 პროცენტამდე ზრდის

ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ

2024-09-13 15:05
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერ

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები