2025-06-02

18:34

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს

სპორტი
09-10-2024 14:58

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პოზნანში უკვე მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი. სავარჯიშო პროცესს გიორგი ლორია 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.

ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ ბოსნიური სარაევოს ფორვარდმა პირველი სანაკრებო ემოციები გაგვიზიარა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. 

გიორგი გულიაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის სტატისტიკა, რაც საკლუბო დონეზე მაქვს ნაკრებში გავაუმჯობესო. 

მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება".  

ნაკრების შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც სანაკრებო პაუზამდე საფრანგეთის საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა. 

ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ხვალ უკვე სრული შემადგენლობით  გავაგრძელებთ მზადებას. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ.

კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც. გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა". 

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები