კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია“
„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, „წალკოტადქცეულ წყალტუბოზე", ანაკლიის პორტზე და კურორტზე, დაბრუნებულ გარეჯზე" და მრავალი სხვა შეუსრულებელი დარჩა.
დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.
რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას.
26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!
ნანახია: 843
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss