VIDEO/საფეხბურთო მატჩი: საქართველომ აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. სალომე ხუბულურის გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მეტოქეს 2:0 სძლია.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც რუსთავში 27 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
ნანახია: 811
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss