2025-05-17

23:43

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავს, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება

ჩინეთი
01-10-2024 10:50

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავი გულითადად მივულოცო. ჩინეთისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, საქართველოს კარგი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ეს მართლაც ისტორიული თარიღია. ეს დღე არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკის დაარსებასა და ჩინეთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს, არამედ ჩინელი ხალხის მდიდარი ისტორიის, კულტურისა და გასაოცარი მიღწევების შეხსენებაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, საერთაშორისო პოლიტიკაში წამყვან ქვეყნად იქცა და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გლობალურ განვითარებასა და თანამშრომლობაში.

„ჩვენი ქვეყნები იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის აღიარება, ტერიტორიული მთლიანობა და ჩაურევლობა, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია. საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენმა ერებმა დაამყარეს ძლიერი კავშირები ვაჭრობაში, კულტურასა და დიპლომატიაში და სწორედ ეს ძლიერი და მრავალფეროვანი კავშირები გვაძლევს განვითარებისა და უფრო და უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში თანამშრომლობის შესაძლებლობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რადგან ჩინეთი აგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის“ გაფართოებას, ხოლო ჩვენ, თავის მხრივ, ვსარგებლობთ გაუმჯობესებული დაკავშირებადობითა და ინვესტიციებით. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კავშირებს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში, ასევე, ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში. ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სრული პოტენციალის გამოყენება, რაც ჩვენს ერებს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას, რათა გააქტიურდეს ურთიერთსაინტერესო საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ შესაძლებლობების მიმართ, რომლებიც ჩვენს პარტნიორობას ელოდება. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ უფრო ნათელი მომავლის შექმნაზე, რომელიც იმედით, ურთიერთგაგებითა და კეთილდღეობით იქნება აღსავსე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩინელ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს. მომავალ წლებს მოეტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენს ერებს შორის მეგობრობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1038

მსგავსი სიახლეები

2025-05-07 16:29
ჩინეთი

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

2025-05-01 11:25
ჩინეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ

ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

2025-04-23 10:55
ჩინეთი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

2025-04-02 10:31
ჩინეთი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

2025-03-28 14:37
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები