ფაშინიანი: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება უკვე შესაძლებელი და ხელმისაწვდომია“

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება უკვე შესაძლებელი და ხელმისაწვდომია“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეეხო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გაეროს წინა გამოსვლებში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ საუბრები, უკვე უმოქმედოა.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერთობლივი ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ორი ქვეყნის კომისიების მუშაობის პრინციპებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ და რომელსაც 30 აგვისტოს მოეწერა ხელი, იყო ორ ქვეყანას შორის გაფორმებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტი.
ფაშინიანის თქმით, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ორმხრივად აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მათ ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნიათ და ახლა მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაა დარჩენილი.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის მონახაზის 80 პროცენტზე იქნა შეთანხმება მიღწეული და სომხურმა მხარემ ამ მუხლებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და სხვა საკითხების განხილვის გაგრძელება შესთავაზა.
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თქმით, შეთანხმებული მუხლებით ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს დარჩენილი პრობლემების გადაჭრას.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მონახაზში მუხლები მოიცავს დებულებებს, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ტერიტორიული პრეტენზია არ არსებობს და მომავალშიც არ იარსებებს. მასში შედის ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მუხლების შესრულებას, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, ძალის გამოუყენებლობას და ძალის გამოყენებით არ დამუქრებას“. - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი მტკიცებით, სომხეთის კონსტიტუციაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ხელს შეუშლის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და რომ სომხეთს აზერბაიჯანთან ტერიტორიაზე პრეტენზია არ გააჩნია.
ფაშინიანი ასევე შეეხო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის” პროექტს და აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საავტომობილო გზების, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო მიმოსვლის შესაძლებლობების გახსნას, აგრეთვე სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და მთელს რეგიონს შორის სატრანსპორტო, მილსადენებისა და ენერგიის გადამცემი ხაზების გავლის უზრუნველყოფას.
ნანახია: 877
მსგავსი სიახლეები

პანამა ტოვებს ჩინეთის „სარტყელი და გზა“ ინიციატივას
მულინომ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად მისია, განაცხადა

მოსკოვის რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
შემთხვევის ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, საძიებო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას.

გასული თვე ჩანაწერებში შევიდა როგორც "ყველაზე ცხელი იანვარი"
ეს 1.75 გრადუსით აღემატება "ინდუსტრიამდელი პერიოდის" (1850-1900 წლების) საშუალო მაჩვენებელს

დონალდ ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ მას მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის

პანამაში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრა გამართა პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ
ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში აშშ გააფრთხილებს, რომ მიიღებს საჭირო ზომებს.
clickss