ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:
- „საქართველო“
- „გახარია საქართველოსთვის“
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
- „მემარცხენე ალიანსი“
- თავისუფალი საქართველო
- ტრიბუნა
- „შეცვალე საქართველო“
- „ჩვენ“
- ქართველ ერთობა
- „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
- „გირჩი“
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
- "ევროპელი დემოკრატები"
ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.
გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დააზუსტა ის ვადები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას. ცესკომ ცვლილება შეიტანა შესაბამის განკარგულებაში და დაადგინა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში, რითაც საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადი გახადა.
ნანახია: 2390
მსგავსი სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ
შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა
საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტ
თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ…

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი
დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა
clickss