ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის მეთაურმა, იულიან ბულაიმ საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის დასასრულს განაცხადა.
დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს დაინტერესებულ ყველა პირს, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომლის მიზანიც პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძირის გამოთხრაა, ამის მაგალითად მას მოჰყავს ოპოზიციის აკრძალვისკენ მოწოდებები.
“ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რამაც მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია, საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საგარეო მიკერძოებულობაზე. დელეგაცია თანამოსაუბრეების შეშფოთებებს იზიარებს დემონსტრანტებისა და განსხვავებული აზრის გამოხატვაზე დევნასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს [დემონსტრაციები და განსხვავებული აზრი] სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ასევე შეშფოთებულები ვართ ბრალდებებით ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების შესახებ, ისევე როგორც მუქარებით, დაშინებითა და სიძულვილის ენით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებ, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები.
ასევე გვსურს ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ პოლიტიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედიასთან დაკავშირებით.
გავიგეთ წუხილები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რაც თანაბარ პირობებზე მოახდენს გავლენას. ინტერესების მქონე ყველა პირს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომლის მიზანიც პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძირის გამოთხრაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვისკენ მოწოდებები, რაც საქართველოს მისი ევროპის საბჭოში წევრობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მნიშვნელოვნად გადაახვევინებს”, - განაცხადა ბულაიმ.
ცნობისთვის, PACE-ს დელეგაცია ექვსი წევრისგან შედგებოდა: იულიან ბულაი (რუმინეთი), ფრანკ შვაბე (გერმანია), ბორიანა აბერგი (შვედეთი), სიმონე ბილი (იტალია), ანდრეი ჰუნკო (გერმანია) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია).
ნანახია: 2385
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss