ჩინეთის ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ

2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაჰყონ რეგიონში 30 დღე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისო კონტაქტების, ბიზნეს კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მგზავრობისას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ- კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს პროდუქციის წვდომას ჰონგ-კონგის სამომხმარებლო ბაზარზე. ჰონგ-კონგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ, სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს. რეგიონში მსოფლიოს უმთავრესი კომერციული პორტებია წარმოდგენილი.
ჰონგ-კონგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მგზავრობის გადაწყვეტილება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია.
ნანახია: 1078
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss