2025-07-03

09:16

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს

კულტურა
26-09-2024 10:43

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს, რომელიც 25 სექტემბერს, 10:00 საათზე აკადემიის მე-5 სართულის დარბაზში გაიხსნა.

კონგრესის სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ქართველოლოგები. მეცნიერები მონაწილეობას იღებენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა: იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, რუმინეთი, შვედეთი, იტალია  და სხვ.

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიიის დაცვისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამ იდეის განხორციელება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს და მას შემდეგ, კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

კონგრესის ამოცანაა ყოველ შემდგომ ეტაპზე თავი მოუყაროს ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელ და ქართველ მეცნიერებს და ასპარეზი შეუქმნას ამ მიმართულებით მიღწეულ სიახლეებს.  მიმდინარე კონგრესი წარიმართება შერეული ფორმატით, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოელი კოლეგების მნიშვნელოვანი ნაწილი კონგრესის მუშაობაში ონლაინ-ფორმატით მიიღებს მონაწილეობას.

კონგრესი  დაიხურება 27 სექტემბერს 17:30 საათზე, აკადემიის შენობაში.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები