ნანა ძაგნიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა
სპორტი
23-09-2024 13:21
უნგრეთში დასრულდა 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მე-6 ადგილზე დაასრულა, ვაჟ მოჭადრაკე ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა.
ქალთა შორის პირველ ადგილზე ინდოეთი გავიდა - 19 ქულით, მეორეზე კი ყაზახეთი 18 ქულით.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა შემდეგი ქვეყნის გუნდებთან ერთად: აშშ, ესპანეთი,სომხეთი და საქართველო.
სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მე-6 ადგილს დასჯერდნენ.
ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე - 7 ქულა (10-დან) +4,8 სარეიტინგო ქულის მატება;
ლელა ჯაავახიშვილი - 4,5 ქულა(10-იდან) -20,6 ქულა
ნინო ბაციაშვილი - 8 ქულა (10-იდან) +5,8 ქულა;
ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა (10-იდან) -9,2 ქულა;
სალომე მელია - 3 ქულა (4-დან) +0,1;
ვაჟთა ოლიმპიადაც ინდოელი მოჭადრაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა. ინდოეთის ნაკრებმა 21 ქულა დააგროვა და მთელი 4 ქულით გაასწრო კონკურენტებს.
17-17 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.უზბეკეთი
4.ჩინეთი
5.სერბეთი
6.სომხეთი
საქართველოს ვაჟთა ნაკრები რომელიც სასტარტო სიაში 32-ე ადგილზე იყო განთესილი, მე-19 ადგილზე გავიდა.
ტექნიკური შედეგები:
მიხეილ მჭედლიშვილი - 4 ქულა (9-იდან)+5,7 სარეიტინგო ქულის დანაკარგი;
ნიკოლოზ კაჭარავა - 5 ქულა (8-იდან) +14,2 სარეიტინგო ქულის მატება;
ლუკა პაიჭაძე - 8 ქულა (10-იდან) +29,2 ქულა;
ბაადურ ჯობავა - 6,5 (10-იდან) +5,2;
ლევან ფანცულაია - 4 (7-იდან)+5,2.
ნანახია: 313
მსგავსი სიახლეები
clickss