2025-07-02

01:56

კახა ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე: „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, - ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“!

საზოგადოება
23-09-2024 12:46

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, უნდა ვეცადოთ, შემოსავალი ბევრი სხვადასხვა დარგიდან მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია და სკრუპულოზური აღსრულება. 

ჩვენს ქვეყანაში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი გაზი და ელექტროენერგიაა, რომლის ფასი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ანუ  მთავრობას არ აქვს ხედვა, როგორ დაასაქმოს ადამიანები.

რა თქმა უნდა, მხოლოდ იაფი გაზი და ელექტროენერგია ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ გარღვევას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა (მაგ. ლარის კურსი და ა.შ.) დაბალი გადასახადები, სწრაფი და იაფი ლოჯისტიკა და რაც მთავარია, ქვეყნის გაბრენდვა  (made in Georgia) როგორც ხარისხის მაღალი ნიშნის მატარებელი. შედეგად, შევძლებთ ვაწარმოოთ მრავალი საქონელი, რომელსაც სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებში გავყიდით და კიდევ უფრო დიდ შემოსავალს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს სტრატეგიული ამოცანების მცირე და არასრული ჩამონათვალია, რათა მივაღწიოთ რეალურ, დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ზრდას.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გავაკეთოთ ეს და ოქტობრიდან, მოგვეცემა საშუალება, დავგეგმოთ და განვახორციელოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი საქართველოში, რომლის პროპორციულადაც გაიზრდება შემოსავალი თითოეული ქართველის ოჯახში", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-05-22 15:55
საზოგადოება

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!

რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

2025-05-19 10:01
საზოგადოება

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!

აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

2025-05-15 14:46
საზოგადოება

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

2025-04-29 11:08
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები