2025-11-05

16:22

რეგიონული სტაბილურობის თბილისის მე-5 საერთაშორისო ფორუმი!

პოლიტიკა
22-09-2024 11:22

თბილისის რეგიონული სტაბილურობის ფორუმი:შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში - მომავლის ხედვა შავი ზღვის რეგიონისთვის“, 23-24 სექტემბერს, თბილისში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის არის თბილისში დაფუძნებული და მოქმედი პირველი საერთაშორისო ინიციატივა ბირთვული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ფორუმის ორგანიზატორია  სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ფორუმის ხარდამჭერია შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ფორუმი არის დისკუსიებისა და მოსაზრებების გაცვლის პლატფორმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევები და  თანამშრომლობის შესაძლებლობები.

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მიმდინარე ომი ქმნის გაურკვევლობას მასობრივი განადგურების იარაღის  გაუვრცელებლობის რეჟიმის მომავალთან დაკავშირებით. ძლიერი ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რისკების დასაძლევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

·         ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

·         ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია არსებული ბირთვული და რადიაციული საფრთხების კონტექსტში

·         ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების ანალიზი და პრევენციის სტრატეგიები

·         ეკონომიური და ფინანსური სექტორი არსებული საფრთხეების და რუსეთის წინააღმდეგ საქნციების კონტექსტში

ფორუმს გახსნიან აშშ  ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, შვედეთის  განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ელისაბეტ ბრანდბერგი, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე  ანტონი ბრუნველი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი კრისტინ მარკლუნდი.

 

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები