ეროვნული გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების კონფერენცია ბერლინში

17 სექტემბერს, ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, როგორც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და უეფას ეროვნული ნაკრები გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
აღნიშნული კონფერენცია, უეფას ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოედგინა UEFA EURO 2024-ის ტექნიკური და ტაქტიკური ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს უეფას წევრ ყველა ასოციაციას განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და ტექნიკური საკითხები.
ნანახია: 971
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss