2025-07-05

11:45

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ბიზნეს ნიუსი
19-09-2024 13:09

British Airways-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინეტთანაც, რადგან  დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე. 

British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას. 

British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1538

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები