2025-09-15

15:39

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პოლიტიკა
17-09-2024 17:03

საქართველოს პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო.

საკითხი სხდომაზე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„ამ ინიციატივაზე მუშაობამ ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო, ვინ რას ირჩევს – ვინ ირჩევს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების განხორციელებას და ვინ არის გარე დაკვეთების შემსრულებელი, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვა და ვის უნდა პროპაგანდა და მავნე ზეგავლენა, ვინ იცავს არასრულწლოვანებს მავნე ზეგავლენისგან და ვინ ცდილობს არასრულწლოვნებში ისეთი საკითხების პოპულარიზაციას, როგორიც არის სქესის შეცვლის ოპერაციები, ლგბტ პროპაგანდის ამსახველი სახელმძღვანელოების შეტანა სკოლებსა და ბაღებში. ფაქტია, ამ ინიციატივაზე მუშაობამ პარლამენტიდან ოპოზიცია გააქცია. ოპოზიცია დღეს უკვე იძებნება. მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივას ჰქონდეს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა. ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი 4 ივნისს დააინიცირა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები