2025-09-15

15:43

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება

პოლიტიკა
16-09-2024 11:45

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,2024 წლის 15 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან ალ საფადისთან.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და მჭიდრო თანამშრომლობას.ილია დარჩიაშვილმა და  აიმან ალ საფადიმ მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და  განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკის,  ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.  ასევე აღინიშნა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობა.

მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზეც, რაც დამატებით იმპულსს შესძენს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად,  მდინარე იორდანესთან,  მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ილია დარჩიაშვილმა აიმან ალ საფადის გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
 
ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ილია დარჩიაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II იბნ ალ ჰუსეინი მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები