2024-10-13

10:41

ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ

ბიზნეს ნიუსი
10-09-2024 15:43

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში სფეროში არსებულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით. ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას - 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები. წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ კვტ სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 14911 მლნ კვტ სთ-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში. 2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.

„2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

„ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. 2016 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მას შემდეგ განხორციელდა მრავალი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ამ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილსა და დარგის სპეციალისტებს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს მთელ გუნდს, პირადად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს დარგის წარმატებული ხელმძღვანელობისა და ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის წინსვლა, რომელიც ენერგეტიკის სექტორმა ამ წლებში განიცადა, არის დარგის თითოეული სპეციალისტის, ენერგეტიკოსის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პროფესიონალს, რომლებსაც შეგაქვთ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის და გილოცავთ პროფესიულ დღეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ენერგეტიკის დარგში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია გამართა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა. ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით დარგის 43 დამსახურებული თანამშრომელი დაჯილდოვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-10-10 10:59
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს!

ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი

2024-10-10 10:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელებმა 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ილმაზსა და ჯენგიზს პროფესიულ საქმიანობაში.

2024-10-07 15:37
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის

2024-10-04 11:21
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის

2024-10-02 16:35
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე!

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები