თბილისში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისათვის“ მხარდაჭერით: „ციფრული საშუალებები ტერორისა და ომის დროს ტრავმული სტრესის პრევენციის, ზიანის შემცირების მკურნალობისათვის - თანამედროვე პრაქტიკა და ინოვაციები“
10-13 სექტმებერს თბილისში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისათვის“ მხარდაჭერით: „ციფრული საშუალებები ტერორისა და ომის დროს ტრავმული სტრესის პრევენციის, ზიანის შემცირების მკურნალობისათვის - თანამედროვე პრაქტიკა და ინოვაციები“.
სამეცნიერო ვორქშოპის მასპინძლები არიან ლეიდენის უნივერსიტეტი და სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ვორქშოპში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები - ფსიქიატრები, სფიქოლოგები, ნეირო მეცნიერებების წარმომადგენლები, რომელთა სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ტრავმულ სტრესებს, რომელსაც ადამიანები იღებენ ომისა და ტერორის, ლტოლვილობის და სხვა მატრავმირებელ გარემოებებში.
საქართველოში მსგავსი ტიპის სამეცნიერო შეხვედრა პირველად იმართება.
ნანახია: 268
მსგავსი სიახლეები
clickss