2025-05-23

23:54

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

განათლება
09-09-2024 10:30

ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ევროკომისიის დეპარტამენტმა – მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა (DG HOME), გაავრცელა მოგზაურობის შესახებ ახალი მოთხოვნები, რომლებიც უვიზო ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულმა სტუდენტებმაც უნდა დაიცვან. 

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას აქვთ. 

ესაა შვიდი ძირითადი ფაქტი „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაზე“ (ETIAS), რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება:

  1. ETIAS აუცილებელი იქნება ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად და დასარჩენად. ეს 30 ქვეყანა მოიცავს შენგენის 29 სახელმწიფოს და კვიპროსს. ამ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებმა სამოგზაურო ავტორიზაცია მოგზაურობის დაწყებამდე უნდა გაიარონ. 
  2. ETIAS-ით ევროპის 30 ქვეყანაში სწავლას შეძლებთ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. ხოლო ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისთვის სტუდენტური ვიზა დაგჭირდებათ.
  3. ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შესატანად დაგჭირდებათ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და არ უნდა აჭარბებდეს 10 წელს; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ონლაინფორმის შევსება; 7 ევროს ოდენობის საფასურის გადახდა.
  4. არსებობს ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებსაიტი. განაცხადის ფორმის შევსებას სწორედ ამ ვებსაიტზე შეძლებთ.
  5. თქვენი ETIAS ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ ამ ორიდან პირველი რომელი მოხდება. ETIAS შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერადი შესვლისთვის.
  6. ETIAS ვიზა არ არის. მსგავს სამოგზაურო ავტორიზაციას უვიზო მგზავრებისთვის მოითხოვენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები (ESTA), კანადა (eTA), ავსტრალია (ETA და eVisitor) და გაერთიანებული სამეფო (ETA).
  7. უფრთხილდით თაღლითებს! არსებობს ETIAS-ის 100-ზე მეტი არაოფიციალური ვებგვერდი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ამ ახალი ევროპული სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ამ ვებსაიტს, სავარაუდოდ, კანონიერი კომპანიები მართავენ, შეიძლება შეგხვდეთ ნაკლებად სანდო ვებსაიტებიც. თუ გადაწყვეტთ, მესამე მხარეს სთხოვოთ ETIAS-ზე განაცხადის თქვენი სახელით შეტანა, დარწმუნდით, რომ სანდო შუამავალი აირჩიეთ.

თუ ხართ უვიზო ქვეყნის მოქალაქე და გეგმავთ სწავლას ევროპულ ქვეყანაში, რომელიც ETIAS-ს მოითხოვს, 90-ზე მეტი დღისთვის დასარჩენად სტუდენტური ვიზა დაგჭირდებათ.

ETIAS-ის მომთხოვნ ევროპის ქვეყნებში თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ  დამატებით 90 დღემდე წასვლისა და დაბრუნების საჭიროების გარეშე. თუმცა, თქვენ გჭირდებათ:

  • მოქმედი ETIAS-ის მოგზაურობის ავტორიზაცია თქვენი სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვის მომენტიდან; და
  • რეგისტრაცია შესვლა/გამოსვლის სისტემაში (EES).

EES აღრიცხავს უვიზო ან ვიზის მქონე მოგზაურებს, რომლებიც შენგენის ზონაში ხანმოკლე ვადით დასარჩენად შედიან. კერძოდ, ის აღრიცხავს თქვენი შესვლის დროს და ადგილს და ინახავს თქვენი სახის გამოსახულებას და თითის ანაბეჭდებს.

EES-ში ჩვეულებრივ საზღვარზე რეგისტრირდებიან. თუმცა თუ თქვენ ქვეყანაში სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ მცირე პერიოდით რჩებით, EES-ში დარეგისტრირება უნდა მოითხოვოთ ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებისგან, სადაც სწავლობთ ან სადაც გამგზავრებას აპირებთ. EES-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდებს.

ავტორიზებული ყოფნის დარჩენილი დღეების რაოდენობის გადამოწმებას შეძლებთ EES-ის ოფიციალურ ვებსაიტზე მას შემდეგ, რაც სისტემა ამოქმედდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უკან დაბრუნება

ნანახია: 1185

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები