2025-11-08

02:54

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ჩეხეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა!

სპორტი
08-09-2024 12:11

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სასტარტო მატჩში წარმატებას მიაღწია. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. 

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას 33-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო. 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას პასით უპირატესობა ორამდე გაზარდა. 63-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის აქტიური თამაშის შედეგად გიორგი მიქაუტაძემ მესამე გოლი გაიტანა, ხოლო 66-ე წუთზე, ნაკრებში სადებიუტო გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა ჩაკვეტაძის ეფექტური გადაცემით გაიტანა. 

თამაშის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებს სამახსოვრო მაისურების გადასცა. გიორგი მიქაუტაძემ კი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. 

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 10 სექტემბერს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ტირანაში გამართავს.

თამაშის დასრულების შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: "პირველი და ბოლო 10 წუთის გარდა ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, სადაც იგრძნობოდა გუნდური სულისკვეთება, თამაშის კარგი ორგანიზება და ამბიციურობა. ვულოცავ მოთამაშეებს, რადგან დღეს ძალიან კარგად იასპარეზეს. შესვენების დროს აქცენტი გავაკეთეთ რამდენიმე დეტალზე, რაც მეორე ტაიმში იყო გამოსასწორებელი. ფეხბურთელებმა ეს შესანიშნავად გააკეთეს. დღეს ძალიან ბედნიერი მწვრთნელი ვარ. ახლა ალბანეთში მივემგზავრებით. პირველ ყოვლისა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან დღეს დიდი ძალები დავხარჯეთ, რის შემდეგაც ყურადღებას გავამახვილებთ ალბანეთთან მატჩზე".

გიორგი ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები