ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

2024 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტთან დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედთან თანმხლებ დელეგაციასთან.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ. მალაიზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა თავისი ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების მიმართ.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მალაიზიასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ნანახია: 630
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss