2025-09-18

12:10

მეთიუ მილერი - საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას, გვაშფოთებს კანონის აღსრულება ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა

მსოფლიო
04-09-2024 11:30

საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას, რაც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი გრძელდება.

„საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას. მიმართულებით, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც, ვიცით, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი და ამ პროცესის ფარგლებში, აშშ-მა უკვე მიიღო გარკვეული ზომები. ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები ათობით ინდივიდს და მათ ოჯახების წევრებს, მათ შორის,  პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებსა და სხვა კერძო პირებს. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა. ამჟამად მიმდინარეობს გადახედვის პროცესის მეორე ნაწილი, თუმცა მე არ ვაპირებ, ვისაუბრო შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მილერმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები